ხშირად დასმული კითხვები

FAQ

4 წლიანი პროგრამის სრულად გავლა ევალება მხოლოდ იმ სპეციალისტს, რომელსაც სურს გახდეს ნეირო ლინგვისტური ფსიქოთერაპევტი. დანარჩენ შემთხვევაში შეუძლიათ გაიარონ მხოლოდ ერთწლიანი კურსი და გახდნენ ნლპ პრაქტიკოსი და მიიღონ ევროპული სერთიფიკატი ან გაიარონ 2 წლიანი კურსი და გახდნენ ნლპ მასტერი და მიიღონ შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კვალიფიციური სპეციალისტების სერთიფიცირებისთვის ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციაში (EAP) შემუშავდა და ჩამოყალიბდა სტრასბურგის დეკლარაციის შესაბამისი მოთხოვნები, რაც მოიცავს პოსდიპლომური განათლებისთვის (ბაკალავრის ხარისხი) საჭირო სტანდარტს, სწავლების ხარისხს, თეორიისა და მეთოდოლოგიის ერთობლიობას.
ფსიქოთერაპიული განათლების სტანდარტი მოიცავს სულ მცირე 7 წელიწადს, აქედან 3 ან 4 წელი უნდა დაეთმოს საუნივერსიტეტო განათლებას, (ბაკალავრის ხარისხი) და დიპლომის შემდგომ სწავლებას კი- 4 წელი. მას შემდეგ რაც სპეციალისტი მოიპოვებს ვალიდურ მოდალობაში საჭირო განათლებას და იღებს ამის დამადასტურებელ სერთიფიკატს, შედის იმ მოდალობის ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის რეესტრში.

1986 წლიდან ევროპაში NLPt ტრადიციებზე და EAP სტანდარტებზე დაყრდნობით EANLPt-ემ შექმნა აღიარებული სასწავლო გეგმა, რომელიც აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს და 4 წლიანი სასწავლო კურიკულუმი უნდა იყოს სტრუქტურირებული შემდეგნაირად:
პირველი წელი – ნლპ პრაქტიკოსი, მინიმუმ 6-7- მოდული, 3-5 დღიანი გაწერილი მინიმუმ 10 თვეზე – (კონსულტაცია, თერაპია) -250 სთ და მეთოდოლოგია ლიტერატურაზე მუშაობა
მეორე წელი- ნლპ მასტერი- მინიმუმ 6-7 მოდული, 3-5 დღიანი გაწერილი მინიმუმ 10 თვეზე.
ასევე პირველი და მეორე წელი უნდა მოიცავდეს 250 სთ პირად გამოცდილებას, მინიმუმ 100 სთ-ი მეთოდოლოგიას, 100 სთ-ი სუპერვიზიას, 150 სთ- ლიტერატურის სიღრმისეული შესწავლა და განხილვა
მესამე და მეოთხე წელი ეთმობა ფსიქოთერაპიას – 1090 სთ და გადანაწილებულია შემდეგნაირად- პრაქტიკული მუშაობა კლიენტთან, სუპერვიზია, ინდივიდუალური და ჯგუფურ ფსიქოთერაპია.

4 წლიანი პროგრამის სრულად გავლა ევალება მხოლოდ იმ სპეციალისტს, რომელსაც სურს გახდეს ნეირო ლინგვისტური ფსიქოთერაპევტი. დანარჩენ შემთხვევაში შეუძლიათ გაიარონ მხოლოდ ერთწლიანი კურსი და გახდნენ ნლპ პრაქტიკოსი და მიიღონ ევროპული სერთიფიკატი ან გაიარონ 2 წლიანი კურსი და გახდნენ ნლპ მასტერი და მიიღონ შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მსურველებს, რომლებსაც გავლილი აქვთ პრაქტიკოსის ან მასტერის კურსი სხვაგან და აქვთ შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტი, მოხდება ამ დოკუმენტის განხილვა და აღიარების შემთვევაში შეძლებენ სწავლის გაგრძელებას შესაბამის საფეხურზე.

ყველა ამ კურსით დაინტერესებულ პირთათვის სავალდებულოა 6 დღიანი კურსის ინტენსივის გავლა.
ეს არის ის სტანდარტი და ის კრიტერიუმები რასაც EANLPt ავალდებულებს თავის ნაციონალურ წარმომადგენლობას და ჩვენი ორგანიზაცია GANLPt საქართველოს ნეირო ლინგვისტური ფსიქოთერაპია და ნეირო ლინგვისტური პროგრამირების ასოციაცია, რომელიც არის ეროვნული წარმომადგენლობა საქართველოში, სრულიად იზიარებს და ხელმძღვანელობს ამ სტანდარტით.
შესაბამისად, იმისთვის რომ, ავიმაღლოთ ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და ვიყოთ დაცული არაკვალიფიციური პრაქტიკისგან, საჭიროა ამ სტანდარტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ფართო საზოგადოებისთვის და ცნობიერების ამაღლება
ჩვენ ერთად შევძლებთ დავამკვიდროთ მაღალი ეთიკური სტანდარტის და კეთილსინდისიერი სპეციალისტებისგან, ფსიქოთერაპევტებისგან შემდგარი კოალიცია, რომელიც იზრუნებს საზოგადოების ჯანსაღი მენტალური ჯანმრთელობის ჩამოყალიბებაზე.
ასევე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია (EAP) ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის საიტზე.

Scroll to Top