თეორიული მონახაზი

Dr. Helmut Jelem, Mag. Peter Schütz 
ნეირო-ლინგვისტური ფსიქოთერაპია (NLPt)

ნეირო-ლინგვისტური ფსიქოთერაპია არის ფსიქოთერაპიის სისტემური და წარმოსახვითი ინტეგრატიულ-კოგნიტიური მეთოდი.
ნეირო-ლინგვისტური ფსიქოთერაპიის (NLPt) ცენტრში დგას მუშაობა ადამიანის ურთიერთობებზე, მეტაფორებსა და წარმომადგენლობით სისტემებზე.
NLPt-ს თერაპიის მსვლელობისას თანაბარი ყურადღება ექცევა როგორც ადამიანის ცხოვრების გამოვლინებებს ციფრულ სამყაროში, ასევე გამოხატვის ანალოგურ ფორმებს.
მეთოდის მთავარი მიზანი არის ადამიანისთვის ეკოლოგიურად თავსებადი მიზნების მიღწევაში დახმარების აღმოჩენა. ეს მეთოდი ეხმარება ადამიანს მისი ავადმყოფობისა და/ან დისფუნქციის ქვეშ მყოფი დადებითი ჩანაფიქრების ისეთ პოზიციონირებაში, რომ ძველი ფიქსაციები შიდა და გარე არაპროდუქტიული საქციელების მიმართ ჩანაცვლდეს ახალი სუბიექტურად და ინტერსუბიექტურად გამართული საქციელითა და რწმენით.
ნეირო-ლინგვისტური ფსიქოთერაპია, როგორც პიროვნული განვითარებისა და კომუნიკაციის ტრეინინგი, არის კურსი, რომელიც მრავალ სფეროში გვხვდება: განათლება, მენეჯმენტი, ზედამხედველობა, ტრეინინგი, სპორტი და ჯანდაცვითი ფსიქოლოგია. მაგრამ, როგორც ფსიქოთერაპიის მეთოდი ის მკვეთრად ხასიათდება თეორიულად და მეთოდოლოგიურად თერაპიული ბირთვით, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ის აღქმული იყო, როგორც „ანტიფსიქოთერაპიული სუბკულტურა“.
NLPt ჩატარება შეიძლება ინდივიდუალური, წყვილების ან ჯგუფის თერაპიის გარემოში. ფსიქოთერაპიული კონტრაქტის, დაცული ჩარჩოსი და პროფესიული გაუთქმელობის პირობებში თერაპიის ფოკუსი მიმართულია ჯანმრთელობასა და პიროვნულ განვითარებაში მიზნების მიღწევაზე.
NLPt განვითარდა დამოუკიდებლად მილტონ ერიკსონის, ვირჯინია სატირისა და ფრიც პერლსის მიერ 60-იან და 70-იან წლებში შემუშავებული მარტივი ელემენტებიდან. NLP და NLPt კონცეფციები ფართოდ დაინერგა ფსიქოთერაპიის სკოლებში 90-იან წლებში ჰოლოგრაფულად ინტეგრატიული NLPt თეორიის განვითარების პარალელურად. ამგვარად, NLPt-მ წარმატებით გაიარა ფსიქოთერაპევტების სამი თაობა, ხოლო მისი თეორია, სხვა სწავლებებთან შედარებით ბევრად უფრო ადრე შეიქმნა და ფართოდაა დამკვიდრებული ევროპის ტეროტირიაზე.
ნეირო-ლინგვისტური ფსიქოთერაპიის (NLPt) მთავარი წყობა დაფუძნებულია ხუთ ტრადიციულ თეორიაზე, რომლებიც სხვადასხვა ისტორიულ მომენტებში ჩამოყალიბდა და ავსებენ ერთმანეთს. ეს თეორიები ეფუძნება დაშვებებს, რომელიც გამომდინარეობს მოდელირების პროცესიდან:
  1. გონების თეორიის კიბერნეტიკა (გრეგორი ბეიტსონი), განსაკუთრებით სწავლის ლოგიკური დონეები და გათანაბრებული ველის თეორია, როგორც დამატებითი განვითარება (რობერტ დილტსი).
  2. სწავლის სოციალურ-კოგნიტიური თეორია (ალბერტ ბანდურა) მოდელირების მიდგომასთან ერთად, რომელიც პრაქტიკაში გააუმჯობესა რიჩარდ ბენდლერმა და ჯონ გრაინდერმა.
  3. ნოამ ჩომსკის მიერ ჩამოყალიბებული ტრანსფორმაციული გრამატიკა და ალფრედ კორზიბსკის მიერ განვითარებული დროის მიბმის პოსტულატები და გლასერფილდის ნაშრომები არის ბენდლერისა და გრაინდერის ლინგვისტური მოდელების ბაზისი და შთაგონება.
  4. ადამიანის მიზნებისკენ მიმართულ ქმედებებზე ორიენტაციის ფუნდამენტური დაშვება (პრიბრამი, გალენტერი, მილერი, ტოტე, 1960)
  5. უილიამ ჯეიმსის თეორიული ნაშრომები, სადაც ყურადღება გამახვილებულია სენსორული წარმოსახვის სისტემებზე, როგორც ინფორმაციის დამუშავებისა და სუბიექტური გამოცდილების ძირითად ელემენტებზე.
  6. ადამიანის იდენტოპის ფუნქციური და დამოუკიდებელი ნაწილების არსებობის დაშვება, რომელიც მოიცავს ცნობიერ და არაცნობიერ პროცესის ელემენტებს და გამომდინარეობს მოდელირების პრაქტიკებისგან (ფრიც პერლსი, ვირჯინია სატირი და მილტონ ერიკსონი).
ამ თეორიებისა და დაშვებების ბაზაზე და ასევე ზოგადად შექმნილი მოდელირების პროცესებიდან გამომდინარე NLPt მეთოდი საკმაოდ ფართო და გახსნილი არქიტექტურაა, რომელიც შეიძლება გაიზარდოს, რადგანაც მიმდინარე პრაქტიკული სამუშაო პრაქტიკები იხვეწება მუდმივად.
სხვა მეთოდებთან მსგავსებები და განსხვავებები:
პრაგმატული თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოთერაპევტებისა და სხვადასხვა ფსიქოთერაპიული ორიენტაციის წარმომადგენლებს შორის მიმოცვლის ფენომენი გამოწვეულია იმით, რომ ბოლო დროს ძალიან აქტიურად ტარდება პრეზენტაციები და ტრეინინგები NLPt თემაზე ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში.
ასევე აღსანიშნავია, რომ კონცეპტუალურად ერთმანეთისგან განსხვავებული თეორიებით კარგად დატრეინინგებული ფსიქოთერაპევტების პრაქტიკული სამუშაოები სულ უფრო და უფრო ახლოსაა ერთმანეთთან.
ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური ევროპის ყველა კვალიფიციური ფსიქოთერაპიული ასოციაციის მიერ ჩატარებული ფსიქოთერაპიული სამუშაო ძალიან მნიშვნელოვანია.
ქვემოთ მოყვანილი კონტრასტები და განსხვავებები, ავსტრიის ფსიქოთერაპიის კომისიისა და EAP-ის მიერ ჩამოყალიბდა და ერთი მხრივ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შედეგია, და მეორე მხრივ იმისთვის შეიქმნა, რომ საზოგადოებაში უკვეთ იქნას აღქმული NLPt-ს კონცეფციები.
NLPt-სა და ფსიქოანალიზს შორის კონტრასტის მიუხედავად (განსაკუთრებით, როცა ვლაპარაკობთ ტრადიციული სწავლების მეთოდოლოგიაზე), ამ ორ მეთოდს ორი საერთო თვისება აქვთ: ურთიერთობებისთვის მინიჭებული მნიშვნელობა და არაცნობიერი პროცესების ფუნდამენტური ძალა. ამ ორ მეთოდს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ NLPt მნიშვნელოვნად ფოკუსირებულია ქმედებებსა და მიზნებზე, შემოქმედებით რესურსებზე და ასევე მეტაფორებზე, რომლებსაც შეიძლება ლოგიკური და სიმბოლური მნიშვნელობა არ მიენიჭოს. NLPt-ში ასევე ყურადღება გამახვილებულია ურთიერთგაგებაზე და წინააღმდეგობასთან გამკლავების განსხვავებული გზა არსებობს როგორც მეთოდოლოგიურ, ასევე თეორიულ დონეებზე.
პიროვნებისა და იდენტობის მნიშვნელოვანი აშლილობის დროს, NLPt-ს კონცეფცია გულისხმობს ფსიქოთერაპიული მხარდაჭერის ხანგრძლივ პერიოდს, ერთი ან რამდენიმე წელიწადის მანძილზე. ამ პერიოდის მანძილზე ყურადღება მახვილდება მხარდაჭერაზე და ნელ ათვისებაზე. ზოგადად NLPt-ში უპირატესობა ენიჭება მოკლევადიან ინტერვენციებს, რომელთა შორის დიდი ინტერვალებია. სეანსის ხანგრძლივობა კონკრეტულად განსაზღვრული არაა ხოლმე, განსხვავებით დადგენილი დროითი განრიგებისგან და განსაზღვრება კონკრეტული შემთხვევითა და ჩარევის ინტენსივობით. ამასთან ერთად, კონტრასტს ქმნის ასევე NLPt-ში არსებული მენტალური და ქმედითი ცდის მიდრეკილება გაუმჯობესებისკენ და “Future Pace” კონცეფცია.
კიდევ ერთი კონტრასტი მდგომარეობს შინაგანი რეალობების ექსტერნალიზაციასა და ანალოგიურ პრეზენტაციაში ობიექტებისა ან აღქმითი პოზიციების მეშვეობით. ასევე, NLPt-ში ფართოდ დამკვიდრებულია თეორიასა და პრაქტიკაში მოძრავი თერაპიის მეთოდები და პაციენტთან ერთად სეირნობა (რაიხის და ფროიდის ანალოგიურად).
ზემოთ აღნიშნული ასევე ეხება ჯგუფურ ფსიქოანალიზსა და სხვა ფსიქოდინამიურ/ანალიტიკურ მეთოდებს. აქვე აღსანიშნავია ერთი კონცეპტუალური მსგავსება: ალფრედ ადლერის ინდივიდუალურ ფსიქოლოგიის სწავლებაში არსებულ დადებითი გამხნევებასა და NLPt-ში არსებულ სუბიექტურ კეთილ განზრახვას შორის.
მთავარი განსხვავება დინამიური (ჯგუფური) ფსიქოთერაპიის შემთხვევაში, განსაკუთრებით ერთჯერად სესიებში, რაც ხშირია NLPt-ში ჯგუფური პროცესების ცოდნიდან გამომდინარე, არის ყურადღების გამახვილება ანალოგურ პარამეტრებზე მკურნალობის დროს და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ორიენტაცია მიზნებზე, რაც აღწერილია W. Pechtl (1994)-ს მიერ და გაცნობითად წარმოდგენილია შუტსის მიერ 1988-ში. ასევე აღსანიშნავია, რომ კურტ ლევინი, თანამედგოვე ჯგუფური მუშაობის და ველის თეორიის ფუძემდებელი შთაგონებული იყო უილიამ ჯეიმსითა და ალფრედ კორზიბსკით. მთავარი განსხვავება ინტეგრატიულ გესტალთერაპიაში, რომელთანაც NLPt დაკავშირებულია თავისი ერთ-ერთი მოდელით (ფრიც პერლსი) და ფენომენოლოგთან არის სწორედაც რომ NLPt-ს ორიენტაცია მიზნებში, ლინგვისტურ რეპრეზენტაციულ სისტემებში მათი ნეირო-ლინგვისტური წარმოჩენით, ანკერებზე დაფუძნებულ მუშაობაში, ფორმალური ფიქრის სტრატეგიებში და ქვემოდალურობებში. ასევე მეტ ყურადღების გამახვილებაში ასოცირებულ და დიზასოცირებულ კონდიციებს შორის პირველ, მეორე და მესამე პოზიციაში (hot seat work) და მდგომარეობებს შორის ტრანსფორმაციაზე.
კონტრასტები ფსიქოდრამასთან, რომელიც დაფასებულია NLPt-ში მსგავსია გესტალთერაპიის კონტრასტებისა, თუმცა ამ შემთხვევაში NLPt, როგორც ისტორიულად, ასევე პრაგმატულად, კონცენტრირდება უფრო ინდივიდებთან მუშაობაზე, ვიდრე ჯუფზე, როგორც ფსიქოდრამა. ამავდროულად, ჯგუფური მუშაობის დროს NLPt ფოკუსირდება შინაგანი წარმოდგენის გარეგან აღწერაზე და რეორიენტაციაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია აღდგენისთვის.
განსხვავება კოგნიტიურ/ქცევით თერაპიასთან და ბიჰეივიორისტული მოდელების გამოყენებასთან, რომელიც NLPt-ში პატივსაცმია, რადგანაც მასში მსგავსი კოგნიტიური მიდგომაა, არის ის, რომ NLPt-ში უფრო მკაცრი ანკერები გამოიყენება და ასევე ინტეგრატიული მიდგომა ტრანსისა და მეტაფორების გამოყენებით.
ტრადიციულ აუტოგენურ ტრეინინგთან(რელაქსაცია თვითჰიპნოზით), რომელიც დაფასებულია NLPt-ში მისი მრავალი ტრანსული პროცესის გამო, განსხვავებები განისაზღვრება იმით, რომ NLPt-ში იშვიათად მიმართავენ სტერეოტიპულ ფორმულებს და ცდილობენ, თავისუფლების მეშვეობით იპოვონ საკუთარი პირადი რეპრეზენტაციის სისტემები და ინდივიდუალური მეტაფორები. დამატებით, NLPt უფრო მიზნებზე ორიენტირებულია. 
განსხვავებები Katathym Imaginative Psychotherapy KIP -სთან განისაღვრება მეტი ფოკუსირებით მუშაობაზე, რომელიც უფრო თავისუფალია შიგთავსის თვალსაზრისით (მაგ. 6 ნაბიჯიანი რიფრეიმინგი), განსხვავებით ანალიტიკური ინტერპრეტაციებისგან და ფიქსირებული სიმბოლოების შეთავაზებასთან. ამავდროულად NLPt მეტად ფოკუსირებულია მიზნებზე.
კლასიკურ ჰიპნოთერაპიასთან, რომელთანაც NLPt ძალიან ახლოსაა მილტონ ერიკსონის ნამუშევრებიდან ფუძის აღების კუთხით, კონტრასტი იკვეთება ფიქრის სტრატეგიების უფრო ღრმა ინტეგრაციაში და ინდივიდების ლოიალურობის ორგანიზებაზე მეტ ფოკუსირებაში. 
კარლ როჯერსის კლიენტზე ორიენტირებულ არადირექტიულ ფსიქოთერაპიასთან, რომელიც მნიშვნელოვანია NLPt-სთვის თავისი მოთმინების უნარისა და ადამიანზე ორიენტირების გამო, მთავარი განსხვავება ისევ და ისევ განისაზღვრება მიზნებზე ორიენტირებითა და გამიზნული ჩარევით ტრანსისა და აკერების გამოყენებით, ასევე ლინგვისტური მოდელების სხვაგვარი გამოყენებით.
NLPt ერთი შეხედვით გავს კლასიკურ ტრანზაქციურ ანალიზს არაცნობიერის მიღების, ლოიალურობის ორგანიზებისა და ინტერვენციის ტექნიკების კუთხით, თუმცა NLPt-ს კონცეფცია განსხვავებულია მოდელის ღია არქიტექტურით, „მე“-ს კონდიციებითა და კიდევ უფრო მეტი ფოკუსირებით მიზნებზე.
სისტემური ფსიქოთერაპია და NLPt თანხმდებიან მათ საერთო მოდელზე, ვირჯინია სატირის ნაშრომებზე. გარდა ამ ნაშრომების გავლენისა, ამ ორ მეთოდოლოგიას შორს მსგავსება იმაშიცაა, რომ ორივე მხარს უჭერს სისტემურ ნეირო-ლინგვისტურ ორიენტაციას და ასევე ნაწილების კონცეფციასა და თეორიულ კონცეფციებს სამყაროს სხვადასხვაგვარი აღწერილობის შესახებ. ამავდროულად, ორივე მეთოდოლოგიაში გამოიყენება იუმორი ფსიქოთერაპიის დროს.
რაც შეეხება განსხვავებებს NLPt-სა და სისტემურ ფსიქოთერაპიას შორის, ის მდგომარეობს ყოველდღიური ტრანსის სესიებისა და ზოგადად ტრანსის გამოყენების ინტენსიურ ინტეგრაციაში. ასევე უფრო დეტალურ და ინტენსიურ მუშაობაში მიზნების მიმართულებით და მდგომარეობების მიმართულებით, რომელიც მიღწეულ უნდა იქნას ყოველ სესიაზე. ასევე სხვაობებია ურთიერთგაგებაზე ორიენტირებაში, რეზონანსის ფენომენში და სისტემურ მუშაობაში რეპრეზენტაციის სისტემებთან, ქვემოდალობებთან და დროის შკალის კონცეფციასთან.
Helmut Jelem M.D is a lecturer at the University for psychiatric music therapy, a specialist in psychiatry and neurology, senior physician at the Otto Wagner Psychiatric Hospital of Vienna, teaching psychotherapist (Fellow) of the Austrian General Medical Council, licensed NLPt teaching psychotherapist (NL,ECP) and Master trainer at the ÖTZ-NLP&NLPt.
Peter Schütz M.Sc is a lecturer at Vienna University,licensed teaching psychotherapist (Fellow) for dynamic group psychotherapy (DG) and NLPt,, certified health psychologist, supervisor and trainer at ÖAGG, state certified lecturer for counselling; teaching supervisor for the Austrian professional organisation of psychologists, Master trainer at the ÖTZ-NLP&NLPt 
Scroll to Top