ჩვენს შესახებ

ორგანიზაციის მიზნები
- საქართველოში ნეირო ლინგვისტური ფსიქოთერაპიის დამკვიდრება და მაღალი პროფესიული სტანდარტის უზრუნველყოფა
- საქართველოში და მსოფლიოში ნეირო ლინგვისტური ფსიქოთერაპიისა და ნეირო ლინგვისტური პროგრამირების განვითარების მხარდაჭერა, ამ მიმართულებით ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
- საქართველოში ნლფთ და ნლპ სპეციალისტების ურთიერთთანამშრომლობის, გაზიარებისა და პროფესიული მიმოცვლის სივრცის შექმნა და ორგანიზაციათა პროფესიული თანამშრომლობის მხარდაჭერა.
- ნეირო-ლინგვისტური ფსიქოთერაპიის როგორც ფსიქოთერაპიის ვალიდური მოდალობის ეროვნული საზოგადოების წარმოდგენა საერთაშორისო დარგობრივ ორგანიზაციებთან და მიმართულების მხარდაჭერა ეროვნულ დონეზე ფსიქოთერაპიის ქართულ ფედერაციაში.
- საქართველოში ნეირო ლინგვისტური ფსიქოთერაპიისა და ნეირო ლინგვისტური პროგრამირების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება;
- ევროპის ნეირო-ლინგვისტური ფსიქოთერაპიის ასოციაციის სასწავლო და პროფესიული სტანდარტების შესაბამისი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, დანერგვა და ზედამხედველობა.
- საქართველოში ნლფთ და ნლპ მომიჯნავე დარგებში მოქმედი ორგანიზაციების და სპეციალისტების გადამზადება, საგანმანათლებლო და ეთიკის სტანდარტების დამკვიდრება.
- პრიორიტეტულად განსაზღვრულ დარგებში სატრენინგო და პროფესიული სტანდარტების ხარისხის მონიტორინგი და საერთაშორისო სტანდარტთან ჰარმონიზაციისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება.
- კვალიფიციური განათლების, ტრენირების, პრაქტიკის და კვლევის დამკვიდრება და მხარდაჭერა ნეირო-ლინგვისტური ფსიქოთერაპიის და სხვა რელევანტურ დარგებში ფსიქოთერაპიაში, ფსიქოლოგიაში, მედიცინის მეცნიერებებში.
- ნეირო-ლინგვისტურ ფსიქოთერაპიასა და ფსიქოთერაპიის სხვა მიდგომებში კვლევის და პროფესიული მიღწევების გაზიარების მხარდაჭერა.