სტარტ-ინტენსივის 1-ლი ნაკადის გამოხმაურებები

ნლპტ 1.jpg
2021 წლის დეკემბერში ჩატარდა პირველი სტარტ ინტენსივის 7 დღიანი კურსი. იხილეთ მონაწილეების გამოხმაურებები

ეკა დარსანია

  • ⁉️ 6 დღე …
  • ⁉️ დღეში 12 საათი…
  • ‼️ გონების და სხეულის სრული კონტინიუმი!
  • ❌ჩემი ეს შესაძლებლობები დაუჯერებელი და წარმოუდგენელი მეგონა სულ რაღაც 6 დღის წინ!
  • ✅ ეს შესაძლებელია!… როცა სრულყოფილი სასწავლო კურსის ✅ NLPT ✅ საუკეთესო ტრენინგზე ზიხარ და თვით 🌍 EA NLPT🌍 -ს პრეზიდენტია შენი ტრენერი!
  • 🌟 ჩემთვის ძვირფას და ღირებულ ადამიანებთან თამამად ვუწევ ასეთი მაღალი კლასის სწავლებებს რეკომენდაციას!…
  • ✅ აი, ეს არის მაღალი სტანდარტი! ღირსეული განათლება! და ევროპული გეზი, რაც გამართულ რელსებზე გადაიყვანს პროფესიულ საზოგადოებას!
  • ✅ ასწავლის კარგსა და საუკეთესოს შორის არჩევანის სწორად გაკეთებას!!!
  • ✅ უღრმესი მადლობა Nana Dashniani Lali Kokaia საქართველოში ასეთი მაღალი ხარისხის სწავლების შემოტანისთვის❤
  • ✅ უღრმესი მადლობა გუნდს- ძალიან
  • ახლობელ, თბილ და საყვარელ ადამიანებს❤
  • ჩვენ ისევ შევხვდებით❤
  • ნეირო ლინგვისტური ფსიქოთერაპია და ნეირო ლინგვისტური პროგრამირება
  • 🌍 პროგრამის ლინკი:
  • https://nlpt.ge/programebi
  • 👇 ეს კი ჩემი მოგონებების სკივრისთვის😍
  • https://www.facebook.com/share/p/1ALa5L2Sxx/

ეკა ფრუიძე

  • 1 კვირა 24 საათიანი რეჟიმით ძალიან ღირებულ, ახალ ცოდნას და უნარებს ვეზიარე.
  • 🌞🌞 და მინდა ეს დღე ჩემს გვედზე ძვირფას მოგონებად დარჩეს ❤
  • ნეირო ლინგვისტური ფსიქოთერაპია და ნეირო ლინგვისტური პროგრამირება
  • ✅ მადლობა Lali Kokaia Nana Dashniani დიდებულ ადამიანებს ამისთვის ❤ მათ საქართველოში ნეირო ლინგვისტური ფსიქოთერაპიის და ნეირო ლინგვისტური პროგრამის ასოციაცია (GANLPt) დააარსეს, რომელიც აღიარებულია ევროპის ნეირო ლინგვისტური ფსიქოთერაპიის ასოციაციის (EANLPt) მიერ. რაც ნიშნავს რომ ევროპული სტანდარტით ამ საქმეს ასწავლიან პროფესიონალები.
  • ☀ თუ ჩემს რეკომენდაციას და შეფასებებს ვინმე ენდობით, ვისაც ქოუჩინგი და NLP გაინტერესებთ, ვისაც გინდათ ნახოთ რა არის უმაღლესი პროფესიონალიზმის თამასა გაიარეთ კატალინის (ჩვენი ტრენერის სახელია და თავად ევროპული ასოციაციის პრეზინდენტი გახლავთ) ტრენინგი.
  • ❤ მთავარი არ გამომრჩეს, ბედნიერი ვარ რომ ამ 80 საათიანი ურთიერთობით, უმაგრესი ადამიანები შევიძინე ❤ ❤ ❤ და მინდა ეს დღეც მოვინიშნო ❤
  • მოკლედ, რადგან ემოციებში ვარ და ყველაფერს რაციონალურად ვერ გადმოვცემ:
  • 🗣 ფსიქოლოგებო, ფსიქოთერაპევტებო, HR მენეჯერებო, PR მენეჯერებო და მ ე ნე ჯე რ ე ბ ო …. NLPt საერთაშორისო პროგრამა საქართველოდან გაუსვლელად, აგერაა ბატონო ❤
  • 📚 ასევე, საერთაშორისო პროგრამა გათვლილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს დაეუფლოს ახალ პროფესიას.
  • 🌞პროგრამის შესახებ უფრო მეტი გაიგეთ აქ

https://nlpt.ge/programebi

https://www.facebook.com/share/p/1FqEypoMA1/

პაპუნა ბარათაშვილი

  • ძალიან მაგარი ტრენინგი!!! ყველას გირჩევთ!!!

https://www.facebook.com/share/p/1K7Prv1pcg/

ნინო კობახიძე

  • ძალიან მიხარია, რომ მონაწილეობა მივიღე და ჩემი წვლილი შევიტანე, თარჯიმნობის სახით, საქართველოს ნეირო ლინგვისტური ფსიქოთერაპია და ნეირო ლინგვისტური პროგრამირება ასოციაციის ორგანიზებულ მნიშვნელოვან, ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტის ღონისძიებაში! 👌👌
  • გილოცავთ გოგოებო Nana Dashniani Lali Kokaia NLP ქოუჩინგისა და ფსიქოთერაპიის საერთაშორისო პროგრამის წარმატებულ სტარტს საქართველოში! 🎉🎊
  • გისურვებთ წინსვლას და მომავალ განვითარებას! 😇😇
  • ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი და შევიძინე ახალი, საინტერსო, თბილი და მოსიყვარულე ადამიანები მონაწილეების სახით! 🥰🥰 ჩვენ ერთად გავიარეთ პროფესიული და ადამიანური აღმოჩენებით დატვირთული 6 დღე! მიგულეთ თქვენს გვერდით 🥰🥰
  • განსხვავებულ, პროფესიულ და სასიამოვნო ატმოსფეროში ვიურთიერთე ჩემთვის ძვირფას და საყვარელ ადამიანებთან! ❤️
  • მადლობა პიროვნული ზრდისა და თერაპიულ პროცესს იმისთვის, რომ დადგა! 💫
  • მომავალ შეხვედრამდე! 💛💛

https://www.facebook.com/share/p/17q5vsfLNR/

პავლე თვალიაშვილი

  • NLPt ქოუჩინგის ტრენინგი დასრულდა
  • 6 დღე სასტუმრო “მუზეუმში”, დღეში 12 სთ პირისპირ შეხვედრა+ ფიქრები+სიზმრები და გამოვიდა უმაგრესი კომპეტენციების განმავითარებელი ტრენინგი ქოუჩინგისა და ნეიროლინგვისტური პროგრამირების თერაპიის კუთხით.
  • ევროპის ნეიროლინგვისტური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტის კატალინ ზახარიას საოცარი ვირტუოზულობით ჩატარებული ტრენინგის თითოეული დღე იყო აღმოჩენების კასკადი.
  • ამ ტრენინგს სიქას ეგიდით ვესწრებოდი.
  • ტრენინგი 2021 წლის 14 დეკემბერს სერტიფიკატების გადმოცემით დაგვირგვინდა.
  • მადლობა საქართველოში ნეირო ლინგვისტური ფსიქოთერაპიის და ნეირო ლინგვისტური პროგრამის ასოციაციის (GANLPt) დამფუძნებლებს ლალი კოკაიასა და ნანა დაშნიანს.
  • ასოციაცია აღიარებულია ევროპის ნეირო ლინგვისტური ფსიქოთერაპიის ასოციაციის (EANLPt) მიერ.
  • ვისაც ქოუჩინგი და NLPt გაინტერესებთ, ევროპული ასოციაციის პრეზინდენტის კატალინ ზახარიას ტრენინგი კიდევ იქნება.
  • მადლობა თამარ კანაშვილსა და მაია-მაშო გოგოლაძეს ტრენინგის რეკომენდაციისთვის.
  • მე ბედნიერი ვარ რომ ტრენინგის განმავლობაში უმაგრესი ადამიანები შევიძინე, ჩემი “კლასელები”, რომლებთან საქმიან ურთიერთობასთან ერთად მეგობრობა მინდა თან გამყვეს.
  • პროგრამის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ბმულზეა მოცემული.
  • https://nlpt.ge/programebi
  • პროგრამა ინგლისურად მიმდინარეობს მიყოლებითი თარგმანით, ასე რომ ყველასთვის ხელმისაწვდომია.
  • მიღებულ გამოცდილებას დავნერგავ სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციაში. SIQA

https://www.facebook.com/share/p/1C2dF52wQm/

ეთო ბუნტური

  • ☀ ვინც მიცნობთ, კარგად იცით, ძირითადად უხვსიტყვიანობა მახასიათებს 💫 არ მენანება სიტყვები შეგრძნებების გადმოსაცემად, თუმცა, ამჯერად სულ სხვა შემთხვევა იყო!. პროცესშიც და პროცესის შემდეგაც, რეფლექსიისთვის და საკუთარი მდგომარეობის ვერბალიზაციის და ექსტერნალიზაციისთვის როგორც იტყვიან დრო არ დამიდგა ✨
  • 🌿 ვერ გავძეხი საკუთარ თავთან დიალოგით, არ მეთმობა სასიამოვნო ტრანსული მდგომარეობა და გარედან შიგნით შეტრიალებული ვექტორი, არაცნობიერი  კუნჭულების გაცნობიერების პროცესი, ინსაიტები პასუხებს რომ გაპოვნინებს მარადიულ კითხვებზე, ჯადოსნური მოგზაურობა, საკუთარ მონატრებულ თავს სიყვარულით რომ ჩაგახუტებს 💚
  • ✨ ჯადოსნური 6 დღე მქონდა!.. ყოველ დღე 12სთ-იანი NLP ქოუჩინგი – 6 დღიანი ინტენსივ კურსი ევროპული აკრედიტაციით, ევროპული სტანდარტით, ევროპული ხარისხის პროგრამით 🇪🇺 რომელსაც უძღვებოდა თვით Catalin Zaharia EANLPT – პრეზიდენტი 🛸 უმაღლესი რანგის პროფესიონალი – ვინც მონაწილეობს თანამედროვე ნლპ-ის შექმნასა და ფორმირებაში, ვინც ჩართულია მტკიცებულებებზე დაყრდნობილი  მეცნიერული საფუძვლების ძიების პროცესებში, ვინც ახალი ატრიბუტებით ამდიდრებს მოდალობას 🔸️🔹️ და ვინც აბსულუტურად ბავშვისთვის დამახასიათებელი  გულწრფელობით, ინტერესით, გულმოდგინებით, უშურველად, თავდაუზოგავად, ყოველგვარი თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენების გარეშე და მხოლოდ საკუთარი რეპრეზენტაციული სისტემების ფლობით და მეშვეობით  გიზიარებს უზარმაზარ და მრავალწახნაგოვან ცოდნას და გამოცდილებას 🛸 ✨
  • 🙌 ეს ჯადოსნური ადამიანი ისეთი სიყვარულით და პროფესიონალიზმით აკეთებდა თავის საქმეს, უბრალოდ სხვა გზა აღარ გვრჩებოდა იქ მყოფ ზრდასრულ ბავშვებს – უნდა სრულად შეგვესრუტა ზღვა ინფორმაცია და საკუთარ ტყავზე განგვეცადა, გამოგვეტარებინა თითოეული სიტყვის ძალა 🌟 უნდა გაგვევლო დიდი “კატალინიზაცია” 🥰 როგორც თავად ხუმრობდა და ღრმა  გაცნობიერება!. 🛸 ამასთან სულ მქონდა განცდა, რომ თითოეულ ჩვენგანს სრულ “კალიბროვკას” უტარებდა 😁 თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო – ამ ადამიანმა ყველაფერი გაიგო, სხვაგვარად გაუსინჯა ცხოვრებას გემო!. ✨
  • 🌟 ერთი “ცუდი” რამ არის ამ ყველაფერში – ნლპ კატალინის ტრენინგის შემდეგ სრულად კარგავს თავის მაგიურ და ჯადოქრულ იარლიყს ✨ მარტივ, ლოგიკურ, მიზეზშედეგობრივ და ალგორითმულ ეტაპებს ხედავ ნებისმიერი კომუნიკაციის მიღმა 💫 და იჯერებ, რომ თუ მოტივაცია გაქვს ნლპ – ის ჯადოსნური უნარების, ტექნიკების ფლობა ძალიან მარტივია!.
  • 💛 მინდა მოვეფერო ჩემს ახალ მეგობრებს, ჩემი გულის ადამიანებს 🙏 მიყვარხართ და მადლიერი ვარ თითოეული თქვენგანის, ვინც ამ 6 დღის განმავლობაში ჩემთვის განმავითარებელი, ტრანსფორმაციული, სანდო და მხარდამჭერი გარემოს შექმნაში უზარმაზარი წვლილი ჩადეთ ✨ რომ მიმიღეთ და შემიყვარეთ 🙏 💛
  • 💛 მადლობა, ჩემო მეგობრებო Lali Kokaia Nana Dashniani 💛 თქვენ გახადეთ შესაძლებელი ეს საერთაშორისო დონის პროფესიული ზეიმი ხელმისაწვდომი ქართულ რეალობაში 🙌 გილოცავთ წარმატებულ სტარტს და ულევ წარმატებას და კიდევ უფრო დიდ აღიარებას გისურვებთ! 🌟 მიყვარხართ და მეამაყებით! 💛✨
  • 🙌 სრული პასუხისმგებლობით ვურჩევ ყველას უალტერნატივო სივრცეს პიროვნული განვითარებისთვის და ევროპული განათლების მისაღებად NLPT-ში – https://nlpt.ge/
  • 🧚‍♀️ და ბოლოს, არ შემიძლია არ გაგიზიაროთ პატარა მარგალიტი ✨ რასაც თავის მხრივ ტრენინგის ბოლოს გვაზიარა კატალინმა – სიმღერა, რომლის ტექსტმაც ზებუნებრივ მდგომარეობაში მამყოფა და იქვე დავპირდი საკუთარ თავს, რომ ეს პაწაწუნა სტროფი და ეს სიტყვები ჩემი წარმატებული პროფესიული საქმიანობის კრედო და მიზანი 🙌 იქნება ცხოვრების ბოლომდე:
  • “Teach your parents well,
  • their children’s hell will slowly go by,
  • and feed them on your dreams,
  • the one they pick, the one you’ll know by” 💛✨
  • მიყვარხართ 💛✨

https://www.facebook.com/share/p/1819R1mi31/

ნინო მარსაგიშვილი

მადლობა ბრწყინვალე ტრენინგისთვის

ეირო ლინგვისტური ფსიქოთერაპია და ნეირო ლინგვისტური პროგრამირება.

ტრენერი: კატალინ ზახარია მედიცინის დოქტორი, EANLPT- პრეზიდენტი – MD, BEng, ECP ევროპული სერტიფიკატის მქონე ფსიქოთერაპევტი, ექიმი ფსიქიატრი, NLPt ტრენირების და სუპერვიზირების სტატუსის მქონე ფსიქოთერაპევტი

მადლობა Nana Dashniani Lali Kokaia , რომ მათ პირველად საქართველოში შემოიტანეს საერთაშორისო სტანდარტებზე  დაფუძნებული პროგრამა ნეირო ლინგვისტურ ფსიქოთერაპიაში(NLPt) ❤️

https://nlpt.ge/

https://www.facebook.com/share/p/1KnAdf6iuW/

მაშო გოგოლაძე

  • 💃🏻 რა ხდება მაშინ, როცა შენი პროფესიული ინტერესის სფერო ნეირო ლინგვისტური პროგრამირებაა და მასტერს ხვდები? უბრალოდ, ბედნიერი ხარ რომ ამ ადამიანს გადაეყარე განვითარების გზაზე და მიჰყვები.
  • ნლპ თერაპიის 4 წლიანი სასერტიფიკატო კურსი დღეში 12 საათიანი, ინტენსიური, 6 დღიანი ტრენინგით დავიწყეთ.
  • 😜 ძირითადად თარგმანი ვისწავლეთ – ნებისმიერი ადამიანური გამოცდილების თარგმნა 3 მთავარ ენაზე: ვიზუალური, აუდიალური, კინესთეტიკური. ენები, რომლებსაც ისწავლი და სულს მოითქვამ, საკუთარ თავს გაიცნობ და გაუგებ, კომუნიკაციის პროფესიონალი გახდები, სხვა ადამიანების დახმარებას შესძლებ შიშების, ტრავმული გამოცდილებების, ემოციების, მიზნებზე ორიენტირებული ქოუჩინგის და სხვა მიმართულებებით.
  • 🌺 ჩვენი ტრენერი, ნლპ ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტი კატალინ ზახარია ჭეშმარიტად Mind master-ია, დაემოწაფეთ 💚
  • P.S. ბოლო ფოტოზე ის მდგომარეობაა, რომელშიც ამ ენების ცოდნის გარეშე შეიძლება დარჩე ცხოვრებაში 😜
  • მაია მაშო გოგოლაძე, ნეირო ლინგვისტური პროგრამირების ქოუჩი

https://www.facebook.com/share/p/17b93iuYNe/

Scroll to Top